მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს იქნება მომავალ წელს ფასებზე წნეხი“ - ივა ჭყონია დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვაზე

დისტრიბუცია

„გადაწყვეტილება პროდუქციის ღირებულებას 10-იდან 20%-მდე გააძვირებს“ - ასე ეხმაურება საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია სადისტრიბუციო მანქანებს დედაქალაქის კონკრეტულ ქუჩებში დილის 08:00-11:00 საათების შუალედში გადაადგილების აკრძალვას.

როგორ ცნობილია, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილება აიკრძალება. აკრძალვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. შეზღუდვა არ შეეხებათ ბეტონმზიდ და ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ავტომობილებს, ასევე გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის, ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.

„კარგია, რომ გაითვალისწინეს რიგი სექტორები, მაგრამ რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურსათო კალათა თუ სხვა დანარჩენი? როცა გიდებენ სტატისტიკას, რომ მხოლოდ 600 ავტომობილზეა საუბარი და ჩანაცვლების შემთხვევაში შეიძლება 2000 გახდეს, ნეგატიურად აისახება ეს გადაწყვეტილება, ჩვენ გვქონდა საუბარი წევრ კომპანიებთან სადაც გვითხრეს, რომ 10%-იდან 20%-მდე შეიძლება გაუძვირდეთ პროდუქციის თვითღირებულება და ეს ნეგატიურად აისახება ბაზარზე.

ვფიქრობ, საკრებულოს ეყოფა კეთილგონიერება რომ ეს უგუნური გადაწყვეტილების პროექტი რაც დაიწერა, არ იქნება დამტკიცებული, ყოველ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი სექტორი. უსერიოზულესი პრობლემის წინაშე დავდგებით. ეს იქნება მომავალ წელს ფასებზე წნეხი და მინდა ვუთხრა პრემიერს, რომელსაც ვაპირებთ წერილიც გავუგზავნოთ, ის აქტიურად იყო ჩართული ფასების განხილვის ნაწილში, რომ თუ არ იქნება თქვენი მხრიდან ჩართულობა, პრობლემის წინაშე დავდგებით, ეს იქნება არასწორი გადაწყვეტილება. პრობლემებს შეუქმნის კომპანიებს და გაუზრდის მათ ხარჯებს. ჩვენ ვითხოვთ რომ 8-იდან 11-სთ-მდე პერიოდში დაუშვან. ხელოვნურად ნუ შევქმნით საფუძველს, რომ ფასების ზრდა მოხდეს არასწორი გადაწყვეტილების გამო. 1 თვის წინ ჩვენ გვქონდა მერიასთან, მის სატრანსპორტო სამსახურთან საუბარი მაგრამ ნული გამოხმაურება, პასუხიც არ გაუციათ, 1-ში კომპანიებმა რა გააკეთონ ეს რომ გვითხრან, ამის ღირსებადაც არ გვთვლიან.

ვფიქრობ ასეთი კომუნიკაცია ძალიან ცუდია, არაერთხელ დავმდგარვართ სახელმწიფოს გვერდით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, იგივე ომის დაწყების პერიოდში და ჩვენს ქვეყანას არ უგრძნია ამ სექტორში არანაირი შეფერხება. ეს ამ ადამიანების დამსახურებაა, ამიტომ კეთილი ინებონ დ მოგვაქციონ ყურადღება, პასუხი მაინც გაგვცენ,“ - განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები