მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ისეთივე კონსპირაციაა, როგორიც სანქციების ავლის საკითხი იყო“ - პაპუაშვილი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე

649d735d42060
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 16:03
487
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო თავისი პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხებოდა.

როგორც მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ისეთივე კონსპირაციაა, როგორც სანქციების გვერდის ავლის საკითხი იყო.

„არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის მოცემულობა. ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია, როგორი კონსპირაციაც და ტყუილიც იყო სააკაშვილის წამების საკითხი, როგორი კონსპირაციაც და ტყუილი იყო სანქციების გვერდის ავლის საკითხი, ასეთივე კონსპირაცია ესეც. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები