"რა ეშველება ქვეყანას? " - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბეჟან წაქაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
წაქაძის თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია ოპოზიცია და ის არ არსებობს.
"ერთი არსობრივი პრობლემა და კითხვა არ დასმულა დღეს ოპოზიციის მხრიდან მოხსენებასთან დაკავშირებით. მე ასეთი კითხვა მაქვს, რა ეშველება ქვეყანას? ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს, არადა, აუცილებელია. მე, მაგალითად, მათ ადგილას დავტოვებდი [პარლამენტს] და იქნებ გამოჩნდეს ახალი ძალა, ეს ხალხი რომ არ იქნება. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათმა განვლილმა ცხოვრებამ არ აჩვენოს, რომ ეს არის ერთი გუნდი, ერთი ნაციონალური მოძრაობა" - განაცხადა წაქაძემ.
უმრავლესობის დეპუტატმა პაპუაშვილს უთხრა, რომ დარწმუნებულია, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში აუცილებლად მივაღწევთ ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.