მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს იყო აჟიოტაჟური ქმედება" – Galt&Taggart ლარის მკვეთრ მერყეობაზე

622e2dae8fa9e
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 21:42
1179
საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე ფიქრობს, რომ გასულ დღეებში ლარის კურსის მკვეთრი მერყეობა და გაუფასურება აჟიოტაჟური იყო და ბაზარზე არსებულ გაურკვევლობას უკავშირდებოდა, რომელიც თავის მხრივ რუსეთ–უკრაინის ომთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes კვირაში სტუმრობისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებით სულ რამდენიმე დღეში 40 თეთრით გაუფასურდა და 3.42–იან ნიშნულს მიაღწია. მომდევნო 2 დღეში კი, ბაზარზე ეროვნული ბანკის ჩარევის შემდეგ, ლარის დაახლოებით 20 თეთრით გამყარდა.

“ეს იყო აჟიოტაჟური ქმედება. ძალიან ბევრი მოულოდნელობა ხდება ყოველდღიურად ჩვენს გარშემო: ხედავთ, როგორ უდგას უკრაინის ჯარი რუსეთის ჯარს; რუსულმა ჯარმა ვერ შეძლო ქალაქების აღება და ა.შ. აქედან გამომდინარე მოხდა პანიკური ქმედება, დაწოლა მოხდა ლარზე. როგორც კი ეროვნული ბანკი ჩაერია, მაშინვე დაიწყო ლარმა უკუსვლა. ეს ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, ეს მანამდეც გვინახავს, როცა კრიზისების დროს ლარი უცბად რადიკალურად გაუფასურდებოდა და რამდენიმე დღეში ბრუნდებოდა უკან”,– აცხადებს ოთარ შარიქაძე.

მისივე თქმით, Galt&Taggart-ის მოლოდინი არ არის, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3–იან ნიშნულს დაუბრუნდება. შარიქაძე პროგნოზირებს, რომ ომის რამდენიმე თვეში დასრულების შემთხვევაში ლარის კურსი 3.3–იან ნიშნულზე იქნება, უარეს შემთხვევაში კი 3.4–ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები