მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული წელი "ალიანსის" ისტორიაში“ - თემურ ბიწაძე 2022 წლის შედეგებზე

63ab09b8e2c10
თათია ჩაფიჩაძე
03.01.23 19:03
1471
„ალიანსს ჯგუფი“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ ბიწაძის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომპანიამ გაყიდვებში ოთხნიშნა მაჩვენებელს გადააჭარბა.

ბიწაძე BMG-თან საუბრისას მიზეზებს შორის ქირაზე გაზრდილ ფასს ასახელებს და პროგნოზირებს, რომ უძრავ ქონებაზე ფასი 2023 წელსაც გაიზრდება.

“ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული წელი "ალიანსის" ისტორიაში, ბაზარზე მოთხოვნა სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე გაზრდილია - ეს იქნება მომხმარებელთა ქცევის ცვლილება თუ ქირის ფასის ზრდა, რომელიც საბოლოოდ უძრავი ქონების ფასის ზრდაზე აისახება. რამდენიმე თვეა უკვე ოთხნიშნა ნიშნულს გადავაბიჯეთ გაყიდვების მიმართულებით, რაც ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული შედეგია საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების მიმართულებით.

ფასებიც საკმაოდ გაზრდილია წლის დასაწყისთან შედარებით, ეს მოთხოვნის ზრდამაც და ასევე სამშენებლო და სარემონტო მასალების ფასის ზრდამაც განაპირობა. დაახლოებით 2000 დოლარის ფარგლებშია ამ ეტაპზე ჩვენი ახალი პროექტის ფასი. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება.“ - განაცხადა ბიწაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები