რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინე კოსაჩევი ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, საქართველოს საქმეებში ჩარევად აფასებს და მათ ქმედებას უკრაინაში „მაიდანზე“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას ადარებს.
„ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში - ეს კიდევ ერთი სახდეპის ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება - საცდელი საგნების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და ცერემონიების გარეშე, მთელი მსოფლიოს თვალწინ მათ საშინაო საქმეებში ჩარევა“, - დაწერა მან Telegram-არხზე.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, რომელიც ხალხს გარე დაფინანსებით სახელმწიფო გადატრიალებისგან იცავს, ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი „ამ თემას მხოლოდ მარილი და წიწაკა დაუმატეს“.
ცნობისთვის, ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი; ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმი თორდის კოლბრუნი; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე თბილისში ვიზიტისას საპროტესტო აქციაზე გამოჩნდნენ.