მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იყო სტიმული პროექტი განგვეხორციელებინა - "აქვა გეოს" გენდირექტორი პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში"

5e46a953c8100
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.20 21:00
2168
როდესაც სახელმწიფოსგან მხარდაჭერას გრძნობ, მზად ხარ იმისათვის, რომ რისკების შემცველი პროექტებიც კი განახორციელო, - ამის შესახებ BM.GE-ის ქართული წყლების მწარმოებელი კომპანია „აქვა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის როგორიც საქართველოა, მსგავსი პროექტები არის ბიზნესისთვის სტიმულირება და შესაძლებლობა იმისა, რომ ინოვაციური იდეების რეალიზება მოახდინო.

„შთამბეჭდავია ის ციფრები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ამ სტატისტიკაში ერთ-ერთი ჩვენი მინერალური წყლის „კობის“ საწარმოც ფიგურირებს, რომელიც "აწარმოეს" ხელშეწყობით არის ამოქმედებული. ეს პროგრამა იყო მართლაც სტიმული, იმისა რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი განგვეხორციელებინა ისეთ მკაცრ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში, სადაც კობის ქარხანა მდებარეობს. ქარხანა თრუსოს ხეობის შესავლელში მდებარეობს და არამხოლოდ მაღალმთიანი რეგიონის განვითარების კუთხით არის საინტერესო, არამედ ის ერთგვარი იმედის შუქურაა, ხეობის იქით ოკუპირებულ ნაწილში დარჩენილი მოდარაჯე მოსახლეობისთვის.

განვითარებად ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ერთნიშნიანი ზრდის მაჩვენებლის ორნიშნიანით შეცვლა სახელმწიფოს მსგავსი მხარდაჭერა ბიზნესს უქმნის ხელისშემწყობ გარემოს, მითუმეტეს, როდესაც მხარდაჭერა არამხოლოდ საინვესტიციო, არამედ ინფორმაციული და გაყიდვების ნაწილშიც ხორციელდება. როდესაც სახელმწიფო გაძლევს რეალურ შესაძლებლობას და სტიმულს მზად ხარ, იმისათვის რომ რისკების შემცველი პროექტებიც კი განახორციელო“, - ამბობს გიორგი ჯირკვალიძე.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიში წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები