მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს კანონი არის დიდი უკუსვლა, ამ პროექტის მხარდამჭერები პირადად იქნებიან პასუხისმგებელნი - აშშ

6407a187df5f6
BM.GE
08.03.23 00:50
1183
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ნედ პრაისის განცხადებით, დღეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ქვეყნისათვის იქნება დიდი უკუსვლა, ხოლო პროექტის მხარდამჭერი კანონმდებლები პირადად იქნებიან პასუხისმგებელნი ქართველი მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.

„ბოლო ათწლეულის მანძილზე აშშ საქართველოს პარტნიორი იყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან აშშ მის გვერდით იყო, მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებას.

დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფება ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ  იდეა იყო.

ბოლო ათწლეულში ამ მისწრაფებებმა უზარმაზარი პროგრესი განიცადა. ამის მიუხედავად, ახლა ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უკუსვლა იქნება როგორც ქართველების ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე აშშ-ს შესაძლებლობის, რომ გააგრძელოს ქართველი ხალხის პარტნიორობა.

ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერომ და რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები