საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.
ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ ეს კანონი არის იმისთვის, რომ საქართველო ევროპასთან დააშოროს.
„რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველ შემთხვევაში ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ: დღეისთვის პარლამენტში ინიცირებულია გავლენის აგენტების შესახებ ორი კანონპროექტი, ორივე “ხალხის ძალის” მიერ. როგორც ინიციატორები ირწმუნებიან, ერთი კანონი ქართული ვერსიაა, ხოლო მეორე ამერიკული. ეკა სეფაშვილის განმარტებით, საზოგადოება თავად მოისმენს და გადაწყვეტს, რომელი კანონია უფრო შესაბამისობაში ქართულთან. “დასაქმებულთა პირადი ნომრები პროკურატურას უნდა გადაეცეს”- გავლენის აგენტების ახალი კანონპროექტი
რას გულისხმობს კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“?