ბათუმში ხელოვნური კუნძულების პროექტი ხორციელდება, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია. საუბარია ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტზე. ამბასადორი აილენდ ბათუმი ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტის დეტალებზე, “ბიზნესის კვირეულთან” “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ ისაუბრა. როგორც “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, კუნძულის მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს პროექტის განვითარებაც და “ამბასადორი აილენდი” უკვე მასპინძლობს სამ უმსხვილეს ბიზნესპროექტს, რაც კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამი პრინციპითა განპირობებული.

































