მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს მონსტრი [ჯანდაცვის] სამინისტრო უნდა დაიშალოს, განცალკევდეს" - გიორგი კავკასიძე

ჯანდაცვის სამინისტრო

„ლაბუნო სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კავკასიძე ჯანდაცვის სამინისტრო განცალკევების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი კავკასიძის თქმით, პრობლემაა რომ მინისტრს სამედიცინო სექტორთან პირდაპირი შემხებლობა ამ დრომდე არ ჰქონია, რის გამოც, ნაკლებ სავარაუდოა, დარგში არსებულ პრობლემებს რელევანტურად ხედავდეს.

"ეს მონსტრი სამინისტრო უნდა დაიშალოს, განცალკევდეს. მიუხედავად დიდი პირადი პატივისცემისა ახალი მინისტრის მიმართ, იმან არ იცის რა არის მედიცინა, არ იცის რა არის კლინიკა და ფარმაცევტიკა. არადა, დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა არ დგას სწორ ფუნდამენტზე. ამას სჭირდება მყარი ფუნდამენტი, რომელსაც ამ დარგის მცოდნეების გარდა ვერავინ შექმნის. ჰქონდა შეხვედრები და რამდენიმე მცდელობა პრობლემებში გარკვეულიყო, მაგალითად პირველადი რგოლის წარმომადგენლებთან, მაგრამ რამდენად მიხვდა პრობლემას, არ ვიცი. იმიტომ, რომ ამ ადამიანს მედიცინასთან არ გაუვლია. ის იყო ძალიან კარგი იურისტი.

მგონია, რომ არჩევნებამდე არანაირი დიდი რყევა არ იქნება. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება არჩევნებამდე მოხდეს, ის არის, რომ მიღებული ფარმაცევტული გადატრიალება, რეფერენტული ფასწარმოქმნის სახით ბაზრიდან ბევრ კარგ მედიკამენტს გააქრობს, რაც მოხდა ყაზახეთში და აზერბაიჯანში იგივე კანონების მიღების შემთხვევაში. ძალიან მარტივ მაგალითს ვიტყვი, არ შეიძლება "ფაიზერის" და "ბელორუს ფარმას" წამალი ერთი ფასი ღირდეს. ამიტომ, "ფაიზერი" ადგება და უბრალოდ გავა, ჩვენ დავრჩებით ბელორუსული, ყაზახური და აზერბაიჯანული ფარმების იმედად", - განაცხადა კავკასიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები