მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს პროექტი შედგა" - "აჭარა ჯგუფის" დირექტორი სასტუმრო Rooms Kokhta-ზე

5e3d589ed3f58
BM.GE
07.02.20 20:20
2211
„ეს პროექტი შედგა“, - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ახალგახსნილ სასტუმრო Rooms Kokhta-ზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასტუმრო, რომელიც ბაკურიანში, კოხტაზე ერთი თვის წინ გაიხსნა, უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.

„თოვლი არ იყო სასტუმროს გახსნიდან პირველ კვირებში, თუმცა, შემდეგ მოთოვა და ძალიან დიდი ნაკადი წამოვიდა ხალხის. ამ ეტაპზე სასტუმრო მთლიანად დატვირთულია და პოპულარობით სარგებლობს უკვე“, - აღნიშნა ბერულავამ.

95-ადგილიანი სასტუმრო „აჭარა ჯგუფმა“ კოხტას მთაზე გახსნა. ბერულავას თქმით, სასტუმროში გაიხსნება სპა და აუზიც. ამასთან, „აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორი ამბობს, რომ კომპანიის მიზანია სასტუმრო არამხოლოდ ზამთარში, არამედ ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი.

„ჩვენ გვინდა, რომ ის ოთხივე სეზონის სასტუმრო იყოს. როგორც ეს ყაზბეგის შემთხვევაში შედგა. ზაფხულშიც ძალიან უყვარს საქართველოს მოსახლეობას ბაკურიანის ჰაერი. ასე რომ, გვინდა, რომ ზაფხულშიც სტუმრებს მიმზიდველი სერვისებით დავხდეთ. იქნება სახურავზე ტერასა, რომელიც გაიხსნება ზაფხულისთვის, ასევე სპა და აუზიც“, - აღნიშნა ლევან ბერულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები