მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს საქმე დიდმა კომპანიებმა უცხოელებს გადაულოცეს”- ქართველი ავტოდილერები ბაზარს ტოვებენ

ავტოიმპორტი

ადგილობრივად მომუშავე ქართველი ავტო იმპორტიორები, უცხოელი ავტოდილერების პრობლემაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მსხვილი ქართული კომპანიები, აუქციონის ე.წ. კოდებს უცხოელებზე გასცემენ, რითაც მათ იმის შესაძლებლობას აძლევენ , რომ ქართველი ავტოდილერების გვერდის ავლით ავტომობილები ჩამოიყვანონ, ქვეყნიდან თავად გაიყვანონ, ან რუსთავის ავტო ბაზარზე თავადვე გაყიდონ.

ავტო დილერი გოგა ლოთიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე მუშაობენ ავტოდილერები ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მისი თქმით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილობრივი იმპორტიორების დიდმა ნაწილმა ბაზარი უკვე დატოვა.

“ჩვენს ქვეყანაში ამ ბიზნესში ქართველი ვერაფერს ვეღარ აკეთებს, ვეღარ საქმიანობს. ეს იყო ერთადერთი ბიზნესი საქართველოში, რომელსაც ადამიანები ხელს მოკიდებდნენ და ახერხებდნენ შემოსავლის მიღებას. კომპანიებმა გააკეთეს ისეთი რამ, რომ ეს საქმე გადაულოცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ, ვინც იყვნენ ქართველი დილერების კლიენტები. ქართველი დილერები კი დავრჩით თამაშგარე მდგომარეობაში. აღარანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს.

ძალიან ბევრი ტოვებს ბაზარს და ანებებს თავს ამ საქმეს. თუ იყო 100 გამყიდველი, დღეს შეიძლება იყოს 10-15 დარჩენილი.

მთავრობამ უნდა იზრუნოს და მიხედოს ამ საკითხს, იმიტომ რომ დასაქმების პრობლემაა ქვეყანაში. ეს ერთი ბიზნესი იყო, სადაც ადამიანები ფულის შოვნას ახერხებდნენ და ესეც სხვას გადასცეს. თუ ქვეყნის ეკონომიკა უნდათ რომ გააძლიერონ და ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს ეს ბიზნესი ისევ ქართველებს უნდა დაუბრუნდეთ.”- ამბობს ავტო დილერი გოგა ლოთიშვილი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები