მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს შესაძლებლობა ხალხის მოწოდების გადასაცემად გამოვიყენე" - ზურაბიშვილი წინასანაუგურაციო მიღებას დაესწრო

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრო.

როგორც ის X-ზე წერს, შეხვდა მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ეს შესაძლებლობა ახალი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხის მოწოდების გადასაცემად გამოიყენა.

„პატივი მქონდა დავსწრებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღებებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება",- წერს სალომე ზურაბიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები