მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ტერმინი მალე უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან - ლევან რაზმაძე "მორგებულ" ტენდერებზე

შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ ტერმინი მორგებული ტენდერები ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ, რადგან არაერთი საშუალება აზღვევს, რომ ტენდერი მორგებული არ იყოს.

მორგებული ტენდერებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ლევან რაზმაძემ განმარტა, რომ კომპანიებს მსგავს შემთხვევაში გასაჩივრება შეუძლიათ.

„2011 წელს გამარტივებული შესყიდვების წილი გახლდათ 51%, დღეს ჩამოვიდა 10%-ზე. თითქმის ევროკავშირის სტანდარტებთან არის გათანაბრებული. ეს ძალიან დიდი და დაუღალავი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება მორგებულ ტენდერებს, ასეთი ცნება დამკვიდრდა. თუ ვიცით, რომ მორგებულია ტენდერი, რამდენიმე საშუალება აქვს მის კონკურენტ კომპანიას, რომ გაასაჩივროს როგორც დავების საბჭოში, ისე სასამართლოში და ის სასურველი და სწორი ჩანაწერი მიიღონ ტენდერში, რაც კონკურენტუნარიანს გახდის მონაწილეობას. ასე რომ, ეს დამკვიდრებული ტერმინი მალე უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. მე ვერ გეტყვით, რომ არის მორგებული ტენდერი იმიტომ, რომ უამრავი საშუალება აზღვევს ამას“, - ამბობს ლევან რაზმაძე.

რაც შეეხება დავების საბჭოში მიმართვიანობას, ლევან რაზმაძე აცხადებს, რომ დავების საბჭოს მიმართ ბიზნესის ნდობა გაზრდილია.

„8 წელი დავების საბჭოს თავმჯდომარე გახლდით. როდესაც თავმჯდომარე გავხდი 16 დავა იყო წელიწადში, როდესაც დავასრულე, 2 100 დავამდე იყო ასული უკვე. ეს არ ნიშნავდა, რომ პრობლემებმა მოიმატა, ეს ნიშნავდა, რომ მეწარმეს ნდობა გაუჩნდა დავების საბჭოს მიმართ“, - განმარტა ლევან რაზმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები