მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს უნდა იყოს არა "ზრუნვის", არამედ "გაძლიერების პაკეტი" – ავტოგაქირავების კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერაზე

5ea95beeebc55
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.20 22:20
2381
საჭიროა განსაკუთრებული პაკეტის შექმნა ტურიზმის სექტორისთვის, - ამის შესახებ ავტოგაქირავების კომპანია „ჰერც საქართველოს“ დირექტორმა თენგიზ ცინცაძემ BM.GE-სთან სახელმწიფოს მხრიდან პოსტპანდემიურ პერიოდში კერძო ბიზნესის მხარდაჭერაზე საუბრისას განაცხადა.

ცინცაძე ერთგვარ შეფასებასაც აკეთებს, როგორ შეიძლება სახელმწიფო ტურიზმის დარგს დაეხმაროს და ამბობს, რომ ეს უნდა იყოს არა „ზრუნვის“ არამედ „გაძლიერების პაკეტი“

„არამარტო Hertz-ს, არამედ მთელ ტურისტულ ინდუსტრიას სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ტურიზმში მოიაზრება ყველა ის სფერო, რომელიც ემსახურება ქვეყნის სტუმრებს: ტრანსპორტი, განთავსება, კვება-გართობა, სადაც უამრავი ადამიანია დასაქმებული. თან საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში - ანუ ტურიზმის აყვავება პირდაპირპროპორციულად ასაქმებს უამრავ ადამიანს, ასტიმულირებს ეკონომიკას და ხელს უწყობს ლარის სიმყარეს. ამიტომაცაა საჭირო განსაკუთრებული პაკეტის შექმნა ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ის წარმოადგენს საქრთველოს „ნავთობს“ და ეს არ უნდა მოიაზრებოდეს, როგორც „ზრუნვის პაკეტი“, ეს უნდა იყოს „გაძლიერების პაკეტი“.

გამოწვევაზე ვისაუბრე, რომ ველოდებით ვირუსის ეკონომიკურ შემოტევას, აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალებით გამკლავება რთული იქნება. ვფიქრობ, ბანკებთან მიმართებაში, რაღაც ნაწილში უნდა მოხდეს სუბსიდირების საკითხის განხილვა, რადგან „გადავადებულ ვალდებულებებს“ კიდევ დაემატება ახალი ვალდებულებები და ტურისტი ჯერ კიდევ არ იქნება ქვეყანაში შემოსული“, - ამბობს „ჰერც საქართველოს“ დირექტორი თენგიზ ცინცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები