მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეს ყველაფერი კალენდრით იყო გაწერილი და ჩვენ მივყვებით ამ რიტმს“ - ტიკარაძე

61b9c58ed11e2
თელარა გელანტია
15.12.21 14:37
767
„ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ“, - ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ გააქტიურდა თანამდებობის დატოვების შემდეგ.

„მსგავსი მასშტაბური ღონისძიებებისა და პრეზენტაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ეს რომ გეგმის ნაწილი არ ყოფილიყო. ესეთი ღონისძიებები 5 წუთში არ იგეგმება და არ ხორციელდება. ეს ყველაფერი კალენდრით იყო გაწერილი და ჩვენ მივყვებით ამ რიტმს. ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ, უყურადღებოდ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც არ დაგვრჩენია. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეებს ყველა ის ქმედება, რომელიც სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული წარვუდგინო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა წლის ბოლომდე თავის გუნდთან ერთად, მინისტრის მოვალეობას ასრულებს. აღსანიშნია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყების წლიური ანგარიშების პრეზენტაციას აქტიურად ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები