მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესაა არსებითად იგივე რეფორმები - დეგნანის თქმით, 12 პრიორიტეტის შესრულება საქართველოს NATO-სთანაც დააახლოებს

64afb8d48a6a8
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.23 12:57
670
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამიტი ძირითადად უკრაინის კონფლიქტზე იყო ფოკუსირებული, ხოლო საქართველოსთვის კი გზავნილი ნათელია, რომ NATO-ს კარი ღიაა. დიპლომატის განცხადებით, საქართველომ ამ გზაზე პროგრესისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს, რასაც ხელისუფლების პოლიტიკური ნება ესაჭიროება. 

„ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, ნათელია. საქართველოს ხელშია ის რეფორმები, რაც საჭიროა. ეს არის არსებითად იგივე რეფორმები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაუმჯობესებლად, რათა საქართველოს ჰქონდეს როგორც სამხედრო შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა ნატო-ს მაგიდასთან დასაჯდომად. გვინდა ვიხილოთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რაც აუცილებელია“, - აღნიშნა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტი ფოკუსირებული იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე.

„მკაფიო გზავნილი ვილნიუსიდან იყო, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველო იყოს წევრი. ეს სამიტი არ იყო ფოკუსირებული ამ საკითხზე, რუსეთის ომი უკრაინაში იყო სამიტის ცენტრალური ნაწილი და ის, რაც იქ ვნახეთ, იყო ერთობა მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს, მოლდოვას, სუვერენული ქვეყნების უფლების მხარდასაჭერად, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები, ის, თუ სად გაწევრიანდნენ. ეს არის ფუნდამენტური და ეს არის ძირითადად ის, რის წართმევასაც რუსეთი ცდილობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეს მიუღებელია, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის მთლიანობის დაცვა და უნდა შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსების არჩევა. საქართველომ აირჩია გახდეს ნატოს წევრი და ნატო მიესალმება საქართველოს როგორც წევრს, როგორც კი საქართველო განახორციელებს საჭირო რეფორმებს“, - აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები