მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის მოდელის ტესტირებას აპირებს

6050c6ff86f62
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.21 00:30
830
ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის მოდელის ტესტირებაზე 50 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იდეის ავტორი ერთ-ერთი მემარცხენე პოლიტიკური პარტიაა, რომლის წინადადებასაც ესპანეთის მთავრობა დათანხმდა და მზადაა, საცდელი პროექტი დაინტერესებულ კომპანიებში განახორციელოს.

იდეის ავტორმა პარტიამ ესპანეთის მთავრობას სამწლიანი ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა, რომელზეც 50 მილიონი ევრო დაიხარჯება.

გამოცემა წერს, რომ პროგრამაში მონაწილე კომპანიებს დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოუწევთ. ამასთან, მათ 8-საათიანი სამუშაო დღის გახანგრძლივება ეკრძალებათ.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის იდეა უკვე არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. ამ ინიციატივის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს პროდუქტიულობას გაზრდის, თანამშრომლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რაც დადებითად იმოქმედებს გარემოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები