მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში მოკლე მარშრუტებზე შიდა ფრენების გაუქმებას განიხილავენ

spain

ესპანეთში მოკლე მარშრუტებზე, რომლებიც მატარებლით 2.5 საათზე ნაკლებ დროში დაიფარება, ფრენების გაუქმებას განიხილავს. ინიციატივა ესპანეთის მმართველი სოციალისტური და ულტრა მემარცხენე სუმარის პარტიებისგან მოდის, რომლებიც კოალიციის შექმნაზე გასულ თვეს შეთანხმდნენ.

შეზღუდვის მიზანი შიდა ფრენებისგან საავიაციო ემისიების შემცირება და მდგრადი, ეკო მეგობრული მგზავრობის წახალისებაა, რაც ესპანეთის 2050 წლამდე სამოქმედო გეგმის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ფრენების გაუქმება ისეთი მიმართულებების დაფარვასაც შეზღუდავს, როგორებიცაა, მაგალითად, ბარსელონა-მადრიდი ან ვალენსია-მადრიდი. თუმცა, სავარაუდოდ, დედაქალაქთან დაკავშირებული ფრენები, რომლებიც მგზავრებს საერთაშორისო აეროპორტებთან აკავშირებთ, უცვლელი დარჩება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეზღუდვა მიმდინარე წელს საფრანგეთმაც დააწესა.

ჯერჯერობით უცნობია, შევა თუ არა აკრძალვა ძალაში, რადგან ორი პარტიის კოალიცია ხმების უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის და მათ რეგიონული პარტიების მხარდაჭერაც სჭირდებათ. ესპანეთის პრემიერ მინისტრს უმრავლესობის მოსაპოვებლად ვადა 27 ნოემბრამდე აქვს.

აღსანიშნავია, რომ მატარებლით მგზავრობა ესპანეთში სულ უფრო პოპულარული ხდება - ვალენსია-მადრიდის მარშრუტზე სარკინიგზო ტრანსპორტის წილი 90%-ია, საჰაეროსი კი მხოლოდ 10%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები