მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი-საქართველოს მატჩზე დასასწრებად კიდევ სამი ჩარტერული რეისი დაემატა, სულ 7 შესრულდება

დავითაშვილი გაიაშვილი

მთავრობა საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად კიდევ 3 სუბსდირებულ ავიარეისს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიოლნის მიმართულებით 4 ავიარეისი დასუბსიდირდება. თუმცა, ბილეთები მალევე გაიყიდა.

"დადებიდან 15 წუთში, საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული, ყველა სუბსიდირებული რეისი გაყიდულია. ასეთი ერთობით, 30 ივნისს, ბიჭების და ჩვენი ქვეყნის მორიგ გამარჯვებას აუცილებლად ვიზეიმებთ. 3 ჩარტერულ რეისს ვამატებთ და ძალიან მალე აისახება tkt.ge-ზე", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი.

ფრენები განხორციელდება თბილისი - კიოლნი - თბილისის მიმართულებით.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს.

ჩარტერულ რეისებს შეასრულებენ ავიაკომპანიები: ჯორჯიან ეარვეისი და ჯორჯიან ვინგსი.

"სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ", - იტყობინება ეკონომიკის უწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები