მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის ფინალში გავიდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მთავარი მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
ესპანელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მოიცავს, ხელმძღვანელობას კი განახლებული კონტრაქტით 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მოცვაც სურს.
ამჟამად დე ლა ფუენტე წლიურად 600 ათას ევროს გამოიმუშავებს, განახლებული კონტრაქტით კი ხელფასი გაუსამმაგდება და ის 1,8 მილიონ ევროს მიაღწევს. ნაკრების მთავარ მწვრთნელს განახლებულ პირობებს ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პედრო როშა გააცნობს, რომელიც მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში 9 წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში 19 წლამდე და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.