მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთმა განახლებადი ენერგიის 300-მდე პროექტს მწვანე შუქი აუნთო - ინვესტიცია $18 მილიარდია

განახლებადი

ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანამ მწვანე შუქი აუნთო განახლებადი ენერგიის 300-მდე ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობას, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 28 გიგავატს მიაღწევს - აღნიშნული ინვესტიცია ქვეყანას თავისი ამბიციური მწვანე მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

პროექტები, რომელთა საინვესტიციო ღირებულებაც ჯამში $18 მილიარდს აღწევს, ძირითადად, მზის ფოტოელექტრულ სადგურებს ითვალისწინებს. პროექტების ჩამონათვალშია ქარის 43 სადგური და ერთი ჰიდროელექტროსადგურიც.

ესპანეთის მიზანია, ქვეყნის ელექტროწარმოებაში განახლებადი რესურსებიდან გენერირებული ელექტროენერგიის წილი 2030 წლისთვის 81%-მდე გაზარდოს. ამჟამად აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები