ესპანური ბანკის, Sabadell-ის დირექტორთა საბჭომ კონკურენტი კომპანიის, BBVA-ის მხრიდან გაკეთებულ $12.9-მილიარდიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რითაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგება ჩაშალა.
BBVA-ის ხელმძღვანელობა მზად იყო, Sabadell-ის აქციებში იმაზე 30%-ით მეტი გადაეხადა, რაც საბაზრო ფასით იყო დაფიქსირებული, თუმცა კომპანიის დირექტორთა საბჭო ამ შეთავაზებაზე არ დათანხმდა.
როგორც Sabadell-ში აცხადებენ, მათ მომავალში ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვთ, ამიტომ ინვესტორთა ინტერესში შედარებით გრძელვადიანი მიზნების მიღწევა შედის, ვიდრე მყისიერი სარგებლის მიღებაა.