საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი ესტონელი კოლეგა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზისა და მისი ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე და გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.