საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნავ და მივესალმები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობასთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაციის გაცემას. როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ პროევროპული ლიდერის როლის შესრულებას, რათა ხელი შევუწყო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმების გატარების პროცესს", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველო გახდეს EU-ს წევრობის კანდიდატი