ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისინი გასცემენ რეკომენდაციას საქართველო გახდეს EU-ს კანდიდატი ქვეყანა.
"ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპულ მისწრაფებებს. ეს ევროპული მისწრაფებები უკეთ უნდა აისახოს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებში. ხელისუფლებამ უფრო აქტიურად იმუშავოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან, უფრო მეტი პროგრესია საჭირო იმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც გასულ წელს განისაზღვრა. ახლა კომისია აღიარებს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგალითად ოპოზიციის მიერ გაზრდილ საპარლამენტო კონტროლზე, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმა იქნა მიღებული, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. შესაბამისად, კომისია უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, იმ გაგებით რომ ხელისუფლება გადადგამს შესაბამის აუცილებელ ნაბიჯებს," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.