ევროკომისია უნგრეთისთვის 4.2 მლრდ ევროს განბლოკვას გეგმავს. აღნიშნული თანხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში კორუფციაში ბრალდებების გამო იყო დაბლოკილი.
„უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეფორმებით, რომლებიც მოქმედი პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პირობებში ბუდაპეშტმა აღმოფხვრა „ხარვეზები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვები, ანტიკორუფციული ჩარჩო და ინტერესთა კონფლიქტის რისკები". იმისთვის, რომ უნგრეთმა აღნიშნული თანხა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა არის საჭირო.
























