მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ესტონეთის სანქციები უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია - კობახიძე

კობახიძე
BM. GE
09.05.25 11:54
346

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ესტონეთს მანამდეც აქვს სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - ამბობს კობახიძე.

8 მაისს, ესტონეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები