კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, მისი ფასი 4,000 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას MarketWatch-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გასული კვირის შემდეგ აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულება 30%-ით გაიზარდა და 460 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Ethereum-ის ფასი გასულ წელს თითქმის 2,000 %-ით გაიზარდა და ბიტკოინის შემდეგ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა გახდა.
MarketWatch-ის მიხედვით, ბოლო მონაცემებით ბიტკოინის ფასი 59,287 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა კრიპტოვალუტამ ბოლო რეკორდულ ნიშნულს 17 აპრილს მიაღწია, რა დროსაც ბიტკოინი 60,000 აშშ დოლარი ღირდა.