კრიპტო-ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და სწრაფად ცვალებადია, რის გამოც მომხმარებლებს მუდმივად სჭირდებათ კრიპტო-ტრანზაქციების მარტივად და სწრაფად შესრულებისთვის ახალი ხელსაწყოები - სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ Cryptal-მა მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის პირველად ვერსიაც უკვე ხელმისაწვდომია IOS და Android პლატფორმებზე.
„ამიერიდან მომხმარებლებს უფრო მარტივად და კომფორტულად შეეძლებათ ძირითადი კრიპტო ტრანზაქციების შესრულება - თანხის შემოტანა, კრიპტოვალუტაში კონვერტაცია, სხვადასხვა საფულეზე გადარიცხვა და თანხის გატანა.
თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. აპლიკაციის ამ ფორმით გაშვება მიზნად მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღებას ისახავს, რათა მაქსიმალურად დავხვეწოთ ის ფუნქციონალი და საჭირო ხელსაწყოები, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ კრიპტო ენთუზიასტებს“, - აცხადებენ Cryptal-ში.
აპლიკაცია სრულად არის მორგებული პირველად სამომხმარებლო გამოცდილებაზე და ეფუძნება იმ საჭიროებებსა და ძირითად მოთხოვნებს, რომელიც ამ დრომდე გამოიკვეთა სამომხმარებლო ქცევასა და კვლევებში. აპლიკაციის სიმარტივე და მოქნილობა ახალი მომხმარებლების მოზიდვაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. პირველად მონაცემებზე დაყრდნობით კი კომპანიას საშუალება ექნება, უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა და, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აპლიკაციის ფუნქციები გააუმჯობესონ და გაამრავალფეროვნონ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ კრიპტო უნივერსალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ადამიანისთვის, რაც, ერთი მხრივ მის მარტივად შეძენას, ათვისებას და მოხმარებას, ხოლო მეორე მხრივ, ამ მომავლის აქტივზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას ნიშნავს.
იმავე მიზნიდან გამომდინარე, ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტის შეძენა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფეიბოქსის ტერმინალებითაც გავხადეთ შესაძლებელი, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ადამიანებისთვის ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტების მარტივად შეძენა”, - აცხადებენ კომპანიაში.
Cryptal-ის აპლიკაციაში ყველა იმ კრიპტოვალუტის შეძენაა შესაძლებელი, რომლებიც კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. მათ შორისაა ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კრიპტოვალუტები - Bitcoin, Tether, Litecoin და Etherium.
(რ)