ეტიკეტირების ახალი წესი - "პირველი მარტიდან შესაძლოა, მაღაზიის დახლების დაცარიელება დაიწყოს"
BM.GE
31.01.19 22:54
• 975
"პირველი მარტიდან შესაძლოა, მაღაზიის დახლების დაცარიელება დაიწყოს" - ასეთია დისტიბუტორთა ასოციაციის განცხადება. მიზეზი კი საქონლის ეტიკეტირების ახალი წესია, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შედის. ორგანიზაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყურადღების გამახვილებას სთხოვს იმ ბიუროკრატიულ გაუგებრობასა და დადგენილების მოულოდნელ ცვლილებაზე, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ინვესტიციების მიუხედავად, კერძო სექტორი ახალ რეგულაციას სრულიად მოუმზადებელი ხვდება.