მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთიოპია და ჯიბუტი $660-მილიონიანი ნავთობსადენის მშენებლობას იწყებენ

dangote

ეთიოპია, ჯიბუტი და ნიგერიელი მილიარდერი - ალიკო დანგოტე $660 მილიონის ღირებულების ნავთობის მილსადენის მშენებლობას გეგმავენ, რომელიც ეთიოპიასა და ჯიბუტის ერთმანეთთან დააკავშირებს.

როგორც ირკვევა, პროექტი მოიცავს 120 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენსა და რეზერვუარებს - ჯიბუტის დამერჟოგში 375,000 კუბური მეტრის, ხოლო ეთიოპიის დეველეში 800,000 კუბური მეტრის ტევადობით.

ობიექტი ექსპლუატაციაში 18 თვეში უნდა შევიდეს. ოფიციალური განცხადებით, პროექტი ეთიოპია-ჯიბუტის სატრანსპორტო დერეფანში ლოგისტიკურ ხარჯებსა და შეფერხებებს შეამცირებს, ორივე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას განამტკიცებს და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას გაზრდის.

ცნობისთვის, სამშენებლო და ენერგეტიკული ინდუსტრიის გიგანტის, Dangote Group-ის დამფუძნებელი, ალიკო დანგოტე აფრიკის კონტინენტზე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონების შეფასება $52 მილიარდს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები