მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეთიოპიამ ჩინურ კომპანიებთან $1.7 მილიარდიანი მინერალების შეთანხმება გააფორმა

ეთ

ეთიოპიამ თავისი მინერალებისა და ენერგეტიკის სექტორისთვის $1.7 მილიარდად შეფასებული საინვესტიციო შეთანხმება ჩინურ კომპანიებთან გააფორმა - ამის შესახებ Reuters ეთიოპიის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.

აღმოსავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $3.4 მილიარდიანი პროგრამა მიიღო, მასშტაბური რეფორმების გატარების პროცესშია, რაც ადგილობრივი ვალუტის გაძლიერებასა და $8.4 მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე დამსწრე კომპანიებმა ქვეყანასთან ჯამურად $1.7 მილიარდად შეფასებულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერილ შეთანხმებებს შორისაა $500-მილიონიანი ინვესტიცია Hua Ye Mining Processing Company-სგან, რაც მინერალების მოპოვებასა და გადამუშავებას, ასევე სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მინერალებზე იქნება კონცენტრირებული. $600-მილიონიან ინვესტიციას გაიღებს Sequoia Mining & Processing Plc ქვეყანაში ქვანახშირის მოპოვების პროექტების განვითარებისთვის, $360 მილიონს კი Hainan Drinda New Energy Technology დახარჯავს მზის პანელების საწარმოს გახსნისთვის. ამავე მიზანს მოხმარდება CSI Solar-ის $250-მილიონიანი ინვესტიცია.

ეთიოპიის ფინანსთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ვადებში განხორციელდება აღნიშნული ინვესტიციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები