მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთნო სახლი „ედის დაჩა“ რესტორნის გახსნას გეგმავს - ინვესტიცია ₾50 000

ედის დაჩა

დაშბაშის კანიონთან მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“, რომელიც რამდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა, ტურისტულ ობიექტთან რესტორნის გახსნას გეგმავს.

ობიექტის დამფუძნებელი, ედვარდ მკრტიჩიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ისინი ეკომეგობრული პროდუქციის შექმნით არიან დაკავებული. აქვთ საკუთარი სათბური და სამზარეულოში, მხოლოდ ეკომეგობრულ პროდუქტებს იყენებენ.

მისივე ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტთან, რესტორნის დამატება იგეგმება, რომლის ინვესტიცია 50 000 ლარი იქნება.

“გვაქვს ქართული, ტრადიციული სამზარეულო, საოჯახო რეცეპტებით. ამასთან, ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული, რომელსაც ჩვენ თვითონ ვზრდით. ტურისტულ ობიექტთან ახლოს, პატარა რესტორანი უნდა ავაშენოთ, რომლის ტერასა, პირდაპირ კანიონს გადაჰყურებს“, - აცხადებს მკრტიჩიანი.

ამ ეტაპზე გეგმა დამუშავების პროცესშია და სხვა დეტალები უცნობია.

ინფორმაციისთვის, თბილისიდან 100 კმ-ში, დაშბაშის კანიონის სიახლოვეს, 5 ივნისს გაიხსნა ახალი ეთნო სასტუმრო „ედოს დაჩა“. 1936 წელს აშენებული და ახლახან რესტავრირებული სახლი ახლა ტურისტებს 5 ნომრით და 14 ადამიანის მასპინძლობის შესაძლებლობით სთავაზობს. ჯამში ობიექტის რესტავრაციისა და მოწყობისთვის 160000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები