მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით უკრაინასა და საქართველოში სპეცოპერაცია ჩატარდა

ჰაკერი

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. „ქოლცენტრების“ დანაშაულთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სპეცოპერაცია და ჩხრეკითი სამუშაოები, რის შედეგად, იდენტიფიცირებული იქნა კრიმინალთა ქსელი, რომელსაც ბრალად ედება ევროპელი მოქალაქეების მოტყუება და მათგან თანხის გამოძალვა.

როგორც ჩანს, თაღლითები სპეციალურ ვებ-გვერდებს, სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კავშირებს იყენებდნენ, რათა გერმანელი და შვეიცარიელი მოქალაქეები მოეტყუებინათ.

საერთაშორისო საგამოძიებო პროცესში ჩართულნი იყვნენ: უკრაინის, საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებმაც დამნაშავეები იდენტიფიცირება ერთიანი ძალებით შეძლეს.

პროცესში ამოღებულ იქნა: კომპიუტერები, ტელეფონები, დოკუმენტები და ნაღდი ფული. ასევე, 20 ქვეყნის მასშტაბით გაყინული იქნა თაღლითური დაჯგუფების წევრებთან დაკავშირებული ანგარიშები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები