მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. სქროლების და სხვა მსუბუქი ელექტროტრანსპორტის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

სკუტერი

საქართველოში მსუბუქი ელექტროტრანსპორტის იმპორტი გაზრდილია. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 5 992 ცალი ელექტრო სკუტერი, ელექტრო მოპედი, მოტოციკლი და ველოსიპედი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 1.7 მლნ დოლარი იყო.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი წლის ჭრილში რაოდენობრივად 1 801 ცალით (+43%), ხოლო ღირებულებით 651 ათასი აშშ დოლარით (+63%) არის გაზრდილი.

ძირითადი საიმპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიდანაც მთლიანი რაოდენობის 70% შემოვიდა. 2026 წლის 7 თვეში ტოპ 5 მომწოდებელი ასეთია:

  • ჩინეთი - 4 211 ცალი (1 მლნ 30 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 802 ცალი (76 ათასი აშშ დოლარი)
  • ჰონ-კონგი - 762 ცალი (414 ათასი აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 145 ცალი (35 ათასი აშშ დოლარი)
  • ბულგარეთი - 31 ცალი (6 ათასი აშშ დოლარი)

საქართველოს მთავრობა არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიან თვითგორიალაზე (ე.წ. სქროლზე) დგომის რეგულირებას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები