მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU და ჩინეთმა ელექტრომობილების დაგეგმილი ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ჩინური ელექტრომობილი

reuters-ის ცნობით, ჩინეთი და ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირი 4 ივლისიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე, დროებით, 38,1%-მდე ტარიფს აწესებს.

როგორც ჩინეთში მყოფმა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, მას ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჩინეთთან ტარიფების საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები გაიმართება.

მანამდე ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყების ხელმძღვანელი ვან ვენტაო და ვალდის დომბროვსკისი შეთანხმდნენ კონსულტაციების დაწყებაზე ჩინურ ელექტრომობილებთან დაკავშირებით ევროკავშირის ანტისუბსიდურ გამოძიებაზე.

ჰაბეკის თქმით, ეს არის სიახლე და მოულოდნელი, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების განრიგის შეთანხმება შეუძლებელი იყო.

„ჯერ შორს ვართ დასასრულიდან, თუმცა, სულ მცირე, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც აქამდე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები