მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-დან ვიზიტები 394 ათასია - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ყველაზე მეტი ვიზიტორები?

ქუთაისის აეროპორტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 394 496 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში დაახლოებით 7% იყო.

ყველაზე მეტი ვიზიტი თითქმის 66 ათასი გერმანიიდან შედგა, წლიური ზრდა 5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე კი პოლონეთია 64 210 ვიზიტით, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თვლის ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთისაც, რომელიც მესამე ადგილზეა 34 330 ვიზიტით და სამ კვარტალში 35%-იან ზრდას აჩვენებს. მეოთხე ადგილს 26 620 ვიზიტით და ზრდის 30%-იანი მაჩვენებლით საბერძნეთი იკავებს. მეხუთე ადგილზეა საფრანგეთი 26 270 ვიზიტით, რაც წლიურად 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, წელს 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ტიპის ვიზიტი 4.3 მილიონი იყო, ხოლო დანარჩენი ერთდღიანი ვიზიტი. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. ტურისტების რაოდენობით ტრადიციულად რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 9 თვეში 1.2 მილიონზე მეტი ვიზიტი შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები