მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის კანდიდატის სტატუსი სწორად არის გამოსაყენებელი - ვასილ ბაბლუანი

 ვასილ ბაბლუანი

საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია Gees Iberia Investment-ის დამფუძნებლის ვასილ ბაბლუანის მოსაზრებით, EU-ის კანდიდატის სტატუსი სწორად არის გამოსაყენებელი.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, პირველ რიგში ქართველებს უნდა გვჯეროდეს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ბიზნესმა გრძელვადიან, სტაბილურ პროექტებზე იმუშაოს.

„დიდი მნიშვნელობით და პოტენციალით უყურებენ ევროპელი პარტნიორები/ინვესტორები ჩვენს ქვეყანას. ათწლეულია, რომ საქართველოთი დაინტერესებაზე ვმუშაობთ, ისეთ ქვეყანაში ვეპატიჟებოდით ინვესტიციის განსახორციელებლად, რომელსაც არც კი იცნობდნენ, ინტერნეტში თუ ნახავდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. ახლა კი მათთვის აღმოსავლეთ ევროპის კარიბჭე ვართ. ამის დარწმუნებაში კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ სწორად არის გამოსაყენებელი ეგ სტატუსი, დღეს შეიძლება იქცეს ევროკავშირის საინვესტიციო გარემოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ სათანადო სამუშაოებს გავწევთ“, - განაცხადა მან.

კითხვას, როგორ უნდა გავყიდოთ კანდიდატის სტატუსი, მან უპასუხა, რომ სწორად მუშაობით.

„გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენს სამეზობლოში არსებული სიტუაცია ინვესტირებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტენსიური სამუშაოების დროს უკვე ესეც მივიწყებას ეცემა, რადგან საქართველო არსებობას, სტაბილური ქვეყნის სტატუსს და ინვესტიციების მიღებას აგრძელებს და ასევე საქართველოში ინვესტიცია დაცულია. პირველ რიგში ქართველებს უნდა გვჯეროდეს, რომ ევროპული ქვეყანა ვართ და ძალიან მალე გავხდებით ევროკავშირის ნაწილი. ამის შემდეგ უფრო მარტივი იქნება ინვესტორები დავაჯეროთ. ამის შემდეგი ნაბიჯია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიანი სტაბილურ პროექტებზე“, - განაცხადა მან.

ვასილ ბაბლუანის მოსაზრებით, სამწუხაროდ საქართველოში ბიზნესი გრძელვადიან პროექტებზე არ ფიქრობს, რადგან არ სჯერათ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა.

„ხშირად შინაგანად, ბიზნესში ასეთი შეხედულებაა, რომ ძალიან მალე ეკონომიკაზე დაფუძნებულ პროექტებს უფრო ენიჭება მნიშვნელობა ვიდრე გრძელვადიანს. ეს ჩვენი წარსულიდან გამომდინარეა და იქიდან, რომ ვიღაცას სტაბილურობის ეშინია. ამისთვის უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ სტაბილური ქვეყანა ვართ და მალე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ევროკავშირის წევრი ქვეყანა ნიშნავს, გრძელვადიან სტაბილურობას და კეთილდღეობას ქვეყნისთვის - ეს ყველა ინდივიდმა უნდა დაიჯეროს, ვინც ბიზნესში ან სხვადასხვა სექტორშია. დღეს ევროკავშირის სტატუსის ქვეშ რეალურ რელსებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველამ ხელჩაკიდებული უნდა ვიშრომოთ ჩვენ ჩვენს საქმეში იმისთვის, რომ ევროპელი უფრო მარტივად დავაჯეროთ და რეალურად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გადავცეთ. ჩვენს პროექტებში მთავარი ინტერესი არ არის მხოლოდ ინვესტიციის შემოტანა, რადგან საქართველოს ყველაზე მეტად ევროკავშირის ქვეყნის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ის გამოცდილი პროექტები და ადამიანები სჭირდება, ვინც უკვე ეს პერიოდი გაიარეს და იციან ნაბიჯ-ნაბიჯ მარტივად ჩვენ ეს როგორ გავიაროთ.

ამასთან, საინვესტიციო გარემოსთვის, როგორც სასამართლო, ისე სხვა მიმართულებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარია რეალურად თუ არის ინტერესი, რომ ევროპული გამოცდილება, ევროპული ტიპის პროექტები იყოს. მთავარი გამოწვევა, რაც ქართულ ბიზნესშია გამოცდილებაა, რაც ჩვენ არა გვაქვს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები