მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ აფხაზეთის მხარდასაჭერად და ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის €180 მლნ გამოყო - ტოივო კლაარი

სოხუმი

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, EU 15 წელზე მეტია, აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრამებს აფინანსებს. ტოივო კლაარის თქმით, პროგრამები აფხაზეთში წარმოდგენილი პარტნიორების ხელშეწყობით ფინანსდება. მან ამ მხრივ გაერო-ს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება დაასახელა. ინტერვიუს JAMnews ავრცელებს.

"ეს პროგრამები, მათ შორის, ხელს უწყობს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ეს არის ასევე პროექტები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად", - აღნიშნა მან.

ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2008 წლიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში პროგრამების მხარდასაჭერად და "ნდობის აღდგენის ზომები და დიალოგისთვის" 80 მილიონი ევრო დაიხარჯა.

"ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, დამატებითი თანხა, 100 მილიონი ევრო ვახსენოთ, რომელიც ევროკავშირმა სესხისა და გრანტის სახით ენგურის ჰიდროელექტროსადგურის შესაკეთებლად და მოდერნიზაციისთვის გაიღო. ეს დახმარება რომ არა, დღეს აფხაზეთში შუქი საერთოდ არ იქნებოდა. სხვათა შორის, სესხებს საქართველოს მთავრობა იხდის", - განაცხადა მან.

ამასთან, ტოივო კლაარის განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებდა აფხაზური ენის, იდენტობის, კულტურისა და ისტორიული არქივების შესანარჩუნებლად.

ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური ორგანიზაციების აკრძალვა სურთ. ე.წ. პარლამენტში დარეგისტრირებული "აგენტების შესახებ კანონი", რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს აგენტის სტატუსს მიანიჭებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები