მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება

ევროკავშირის პრიზი

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026“ განაცხადების მიღება გრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებსა და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომელთა ნამუშევრები გამოქვეყნებულია ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

ევროკავშირის პრიზი 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცემა. ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან კონკურსანტმა მხოლოდ ერთი კატეგორია უნდა შეარჩიოს და შერჩეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს:

  1. სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;
  2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  4. საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  6. საერთო ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდურ, ონლაინ ან სოციალურ მედიაში;
  7. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2026 წლის ბოლოს, დაჯილდოების ცერემონიაზე.

კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა, ხელმისაწვდომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები