მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ ახალ თავდაცვის გეგმა წარადგინა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალი გეგმა წარადგინა, რომლის მიზანიც ევროპის თავდაცვის გაძვირებაა.

ევროგაერთიანება აპირებს გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, გაზარდოს სამხედრო შესაძლებლობები და ამისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზაციას გეგმავს. ამას გარდა, ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს უფრო მეტ ფისკალურ სივრცეს თავდაცვაში ინვესტიციებისთვის და 150 მილიარდი ევროს მოცულობის სესხებს ამ ინვესტიციებისთვის. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ევროპისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას უკვე დიდი ხანია ითხოვს. ამ ფონზე ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მათ შორის, საფრანგეთმა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა დააანონსა, როგორც Bloombeg წერს, შარშან საფრანგეთის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები