მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ და ბრიტანეთმა რუსი კიბერკრიმინალების წინააღმდეგ პირველი ერთობლივი სანქციები დააწესეს

კიბერ

ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ კიბერშეტევებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი ერთობლივი სანქციები დააწესეს. როგორც ირკვევა, შეზღუდვები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრის საქმიანობას უკავშირდება. აღნიშნული უწყება კოორდინაციას უწევდა ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ სხვადასხვა დანაშაულებრივ ჯგუფს. რუსული მხარის წინააღმდეგ ბრიუსელისა და ლონდონის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სამთავრობო ქსელებში შეღწევასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად დივერსიის მოწყობას მოიცავს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ივეტ კუპერის განცხადებით, რუსული მხარე ევროპული უსაფრთხოების დასაზიანებლად ზამთარში პოლონეთის ენერგოსისტემაზეც ახორციელებდა თავდასხმას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შეზღუდვები ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია. ევროპული გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განმარტებით, ახალი დოკუმენტი დაახლოებით 250 სუბიექტს მიემართება და ის ამ დრომდე გამოქვეყნებულ ყველაზე მასშტაბურ სიად მიიჩნევა. შეზღუდვები ცხრა ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას შეეხო. დასახელებულ სუბიექტებს შორის დაზვერვის ოფიცრები, კიბერკრიმინალები, ჰაკერები და კერძო კომპანიები შედიან.

მიღებულ ზომებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოც მიესალმა და რუსეთს დესტაბილიზაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები