მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ გერმანიას ენერგომწარმოებელი LEAG-ისთვის კომპენსაციის გადახდაზე თანხმობა მისცა - დეტალები

გერმანია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროპულმა კომისიამ თანხმობა მისცა მთავრობას ელექტრომწარმოებელ კომპანია LEAG-ისთვის კომპენსაციის გადახდისთვის, 1.75 მილიარდი ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხა 2038 წლამდე ელექტროენერგიის წარმოების პროცესში ქვანახშირის სრულად ამოღებას მოხმარდება - იტყობინება Reuters-ი.

გერმანიის წინა მთავრობამ 2038 წლისთვის ქვანახშირს ყველა ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო და ელექტროკომპანია LEAG-ს სწორედ ამ მიზნით შესთავაზა 1.75 მილიარდი ევროს ოდენობის კომპენსაცია, თუმცა გარიგება EU-ს თანხმობას საჭიროებდა. გერმანიის მზიანი 2045 წლამდე კლიმატნეიტრალურობის მიღწევაა.

LEAG-სი მიერ ყავისფერი ქვანახშირისგან წარმოებული ელექტროენერგიის სიმძლავრე 7 გიგავატს შეადგენს, რაც, დაახლოებით, 10%-ია გერმანიის სრული მოხმარების.

მთავრობის ენერგოტრანზიციის გეგმას სკეპტიკურად აფასებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა. ლუსათიას რეგიონში, სადაც ქვანახშირის დიდი ნაწილი მოიპოვება, ადამიანები უარყოფითად აფასებენ მწვანე ენერგიაზე ტრანზიციის თანამდევ სოციალურ და ეკოლოგიურ გავლენას და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აღნიშნული რეგიონის მოსახლეობა დადგება.

იდეის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი თავად ევროპული კომისიაც, რომელმაც კომპენსაციის დადასტურებამდე, 2021 წლიდან გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რამდენად შეინარჩუნებდა გერმანიის ენერგეტიკული ბაზარი თავისუფალ კონკურენციას.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 1.2 მილიარდი ევრო დეკარბონიზაციის სოციალური ხარჯების ანაზღაურებასა და რეგიონში ღია მაღაროებისთვის ახალი დანიშნულების შეძენას მოხმარდება. დარჩენილი 550 მილიონი ევრო კი სრულად გადაეცემა LEAG-ს, კომპენსაციის სახით - თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მოცულობა შეიძლება შეიცვალოს, და ეს დამოკიდებული იქნება 2038 წლისთვის ბაზრის მდგომარეობაზე, ნახშირბადის ფასსა და დეკარბონიზაციის პროცესის საბოლოო ვადებზე.

მანამდე, 2022 წელს იგივე ტიპის შეთანხმება გერმანიის ხელისუფლებამ ენერგოკომპანია RWE-სთანაც გააფორმა, რომელმაც კომპენსაციის სახით 2.6 მილიარდი ევრო მიიღო, თუმცა, გეგმის თანახმად, ქვანახშირით წარმოებას RWE, 2038 წლის ნაცვლად, 2030 წელს შეწყვეტს.

თავად LEAG-ი, რომელიც ჩეხი ინვესტორის მფლობელობაშია, 2030 წლისთვის განახლებადი რესურსებით ელექტროწარმოების ზრდას გეგმავს, რისთვისაც, ათწლეულის ბოლომდე, 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას გამოყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები