მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ იტალიაში განახლებადი რესურსების სუბსიდირებისთვის $38 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირი

ევროპულმა კომისიამ მხარი დაუჭირა იტალიის სახელმწიფოს დაფინანსების სქემას, რომლის ფარგლებშიც, ბლოკი მომდევნო 20 წლის განმავლობაში განახლებადი რესურსებიდან ელექტროწარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის $38 მილიარდს გამოყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად EU ავრცელებს.

მათი განმარტებით, სქემა მომხმარებელთა მიერ ელექტროენერგიის გადასახადებიდან დაფინანსდება და იტალიის ნახშირბადის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს. სუბსიდიები, რომლებიც 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტროსადგურების აშენებას მოხმარდება. მათ შორის იგულისხმება, როგორც გეოთერმული ენერგეტიკა, ასევე ქარის ოფშორული ენერგია, ბიოგაზი და ბიომასა - პროგნოზის თანახმად, აღნიშნული ელექტროსადგურები იტალიის ელექტროქსელში 4.9 გიგავატის მოცულობის განახლებად ენერგიას გამოიმუშავებენ.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტები, რომელთა დაფინანსებაც აღნიშნული თანხით მოხდება, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სატენდერო პროცესით აირჩევიან, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები განცხადებებს წამახალისებელი ტარიფის ოდენობაზე შეიტანენ: გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც ინდივიდუალურ პროექტს შეთავაზებულ ტარიფს მოარგებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს იტალია ევროპაში ელექტროენერგიის უმსხვილესი იმპორტიორი აღმოჩნდა, რადგან ქვეყნის მასშტაბით ტარიფები გაცილებით მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები