მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ რუსეთის 2 600 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირი

ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა, კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის 15 სექტემბრამდე, გაახანგრძლივოს ინდივიდუალური სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაზე.

შესაბამისად, სანქციები კვლავ გავრცელდება დაახლოებით 2 600 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც სამიზნედ იქცნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.

მიმდინარე შემზღუდავი ზომები მოიცავს სიაში მყოფი ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას, სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი კვლავ მტკიცეა გადაწყვეტილებაში, შეინარჩუნოს და გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს სასტიკი აგრესიული ომი და ჩაერთოს მშვიდობისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები