მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-მ საქართველოსადმი გაცილებით მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას - მარკეტა გრეგოროვა

გრეგოროვა

ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას, - ამის შესახებ "ამერიკის ხმას" ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა. გამოცემასთან ინტერვიუში ევროპარლამენტარი აფასებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 29 იანვრის კენჭისყრაზე მიღებულ რეზოლუციას, რომელმაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო.

"პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა [ნაბიჯი] დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გრეგოროვამ პოლიტმატიმრების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის საქმე მიუთითებს იმაზე, რომ ახლა "ქართულ ოცნებას" ევროპული მომავალი, რომელზეც არჩევნებამდე პრეტენზია ჰქონდათ, არ აქვს.

""ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასე რომ, ახლა, როდესაც მათ უმრავლესობა აქვთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათი მომავლის შესახებ. ამიტომაც ვსაუბრობ ევროკავშირისგან მეტი ზეწოლისა და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობის შესახებ", - დასძინა მარკეტა გრეგოროვამ.

ინტერვიუ სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები