ევროკომისიამ დღეს, 6 მარტს საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში შეუჩერა. მექანიზმი, რომელიც გასული წლის ბოლოს მიიღეს, პირველად საქართველოსთან მიმართებით გამოიყენეს.
ევროკომისიის განცხადებით, აჩერებენ უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის. ამიერიდან, შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას, მათ ვიზის ქონა მოეთხოვებათ. ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობით ხსნის, რაც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის გამო აიღო.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა მათ შორის აქციის მონაწილეების, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დევნამ და შევიწროებამ უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და არაერთი ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა გამოიწვია.
გარდა ამისა, საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან ჰარმონიზაციაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ეფუძნება", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ამასთან, ევროკომისია წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საზღვრების გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქე გაძლიერებულად შეამოწმოს.




























