მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი გახსნა

სს

ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმები, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებით, რომელიც მოლაპარაკებების ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავს.

„ევროკავშირმა გახსნა მეორე კლასტერი – „შიდა ბაზარი“ და მესამე კლასტერი – „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები მოიცავს შიდა ბაზრისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები